2016-03-14 22:54:20, 657 ნახვა
სამართალი
თსუ-ს შენობაში სტუდენტების მხარდამჭერებს არ უშვებენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებსა და უნივერსიტეტის დაცვას შორის რამდენიმე წუთის წინ მცირე ინციდენტი მოხდა.
ხმაური და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მას შემდეგ დაიწყო, რაც აქციის მონაწილე სტუდენტებთან სხვა სასწავლებლების სტუდენტები მხარდასაჭერად მივიდნენ. ისინი უნივერსიტეტის დაცვამ და ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ შენობაში არ შეუშვა.
საპროტესტო აქციის მონაწილე სტუდენტები პოლიციისა და უნივერსიტეტის დაცვასგან მათ მხარდასაჭერად მისული სტუდენტების შენობაში შეშვებას ითხოვენ.
აღნიშნულ ფაქტზე შსს-ში ამბობენ, რომ პოლიცია ვითარებას აკონტროლებს და შენობაში პროტესტის მონაწილე ჯგუფების შესვლაზე შეზღუდვაა დაწესებული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან