23:36 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-30 10:13:03, 1222 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის იერიშებზე - ძლიერი რეაქცია არის საჭირო ამერიკის, ევროპის მხრიდან

გასულ ღამეს 172 მოიერიშე დრონი იყო, ასზე მეტი, ეს Shahed-ებია. ფაქტობრივად ყოველდღე ახლა დრონების ასეთი მასშტაბური იერიშებია, კიდევ სარაკეტო საფრთხეები, ბალისტიკა. პარტნიორებისთვის გასაგები უნდა იყოს, რომ ეს რუსული იერიშები ურტყამს არა მხოლოდ ჩვენს ხალხს, არამედ ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, დიპლომატიას, რომლითაც ვცდილობთ, რომ ეს ომი დავასრულოთ. რუსეთს ეს იერიშები მიაქვს ყველას პოზიციებზე, ვისაც ომის დასრულება სურს.

შეუძლებელია ყოველ ღამით ასობით Shahed-ის უგულებელყოფა. სერიოზულ რეაქციას ველით. რეაქციაზე ვმუშაობთ. ძლიერი რეაქცია არის ძალიან საჭირო, უპირველეს ყოვლისა, ამერიკის, ევროპის, მსოფლიოში ყველასი, რომელმაც დიპლომატიაზე ფსონი დადო. რუსეთს მშვიდობა უნდა დააძალო და მხოლოდ იძულება იმუშავებს. 

ზედმეტად დიდი ხანია, რაც ამერიკის შეთავაზება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მაგიდაზე არის შემოდებული, რუსეთის მხრიდან ადეკვატური პასუხის გარეშე. ეს მრავლისმთქმელია. ცეცხლის შეწყვეტა უკვე მოხერხდებოდა, რუსეთზე რომ რეალური ზეწოლა ყოფილიყო.

თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics