03:09 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-16 18:13:40, 483 ნახვა

პოლიტიკა
ბრიუსელში სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს

ბრიუსელში სახალხო დიპლომატიის საერთაშორისო ფორუმი  მიმდინარეობს, რომელზეც საქართველოს სსიპ ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე წარმოადგენს.

რიგით მეორე საერთაშორისო ფორუმი ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ ელჩმა ალექსანდრე ვერშბოუმ გახსნა და მასში  ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების, ნატოს, ეუთოს, ევროკავშირის, გაეროს წარმომადგენლები და კომუნიკაციის ექსპერტები მონაწილეობენ.

შეხვედრაზე სტრატეგიულ კომუნიკაციასთან, კრიზისების მართვასთან, ეფექტურ კოორდინაციასა და ახალ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებს განიხილავენ.
ამასთან, ხვალ, ნატოს შტაბ-ბინაში ნატოს ასპირანტი და პარტნიორი ქვეყნების საინფორმაციო ცენტრების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციების, არსებული შესაძლებლობების გაძლიერებისა და  სამომავლო თანამშრომლობის თემებს განიხილავენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics