21:55 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-04 00:06:24, 835 ნახვა

სამართალი
მიშა ანდღულაძე - კარგად ვარ, ჰააგის პოლიციამ გამოძიება დაიწყო
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

იუმორისტი მიშა ანდღულაძე მასზე რეჟიმის მხარდამჭერების თავდასხმას გამოეხმაურა. მისი თქმით, ჰააგის პოლიცია ჩართულია და გამოძიება დაიწყო.

.კარგად ვარ, ყველაფერი წესრიგშია. ჰააგის პოლიცია ჩართულია, იმედია გამოიძიებენ. ეს იყო დაგეგმილი თავდასხმა, ათი კაცი ერთზე. თან სხვა რამ მოხდა და სხვა რაღაც დაწერეს პოსტში, თითქოს, ("ქართული ოცნების") ამომრჩევლებს რუსები ვეძახე, როცა რეალურად, ჩვეულებრივი კომედი საღამო გვქონდა.

ძალიან ჰგავს წინასწარ დაგეგმილ ამბავს. რაღაც სტატისტიკაში ხომ არ მოვყევი?! ჯოჯოხეთია სრული.

მანამდე, საქართველოში, პროკურატურაში მქონდა საქმე, "სთენდაფის" ერთ-ერთ ხუმრობაზე, რომელიც ეხებოდა რელიგიურ თემას, ფარისევლობას, ჯვრების უაზრო ადგილებზე აღმართვას. შემდეგ მე მღვდელთანაც მქონდა ამაზე გადაცემაში საუბარი. ახლა, თავდასხმისას როდესაც მოვიდნენ, თითქოს ამაზე დაიწყეს საუბარი, მერე გადავიდნენ პირდაპირ ფიზიკურ თავდასხმაზე, პოლიცია ჩაერთო და ჩემი მონაცემები აქვთ....

...ეს ჯგუფი მოემზადა წინასწარ და თავს დამესხნენ, მეგობარმა გადამარჩინა. ისეთი აგრესიულები იყვნენ, ვერც გავიგე, რა მოხდა. ჯერ რანაირი ქრისტიანობაა, ათი ერთს დაესხას თავს... ასეთი დაგეგმილი, მასშტაბური თავდასხმა, გადაიღეს. და მერე იქ ვიღაცა ჰყვებოდა - ვიღაცას ტელეფონზე ულაპარაკია, საქმე ჩაბარებულიაო...

დაგეგმილია, შეკვეთილია თუ რა მიზანი ჰქონდათ, ვნახავთ... დაველოდოთ გამოძიებას" | ამბობს იუმორისტი მიშა ანდღულაძე ნიდერლანდებში მასზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 

 3 მარტს გვიან საღამოს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც, როგორც მოქალაქეები წერდნენ, ნიდერლანდებში, სწორედ მიშა ანდღულაძეზე განხორციელებული თავდასხმა იყო ასახული





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics