10:20 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-27 15:09:47, 788 ნახვა

საზოგადოება
გურიაში ჩასულმა მოხალისეებმა საჯარიმო ქვითრები მიიღეს

გურიაში ხალხის დასახმარებლად ჩასულ მოხალისეებს გზად საჯარიმო ქვითრები დააწიეს - კაცი, რომელმაც გორგასლის ძეგლზე საქართველოს დროშა აღმართა, დღეს კი მოქალაქეების გადასარჩენად იბრძვის, 5 000 ლარით დააჯარიმეს. 

გურამ ხუციშვილს დაჯარიმების შესახებ იმ დროს აცნობეს, როდესაც დიდთოვლობის გამო ჩაკეტილ სოფელში გზას კვალავდა. 

მე ჯერ არ დავუჯარიმებივარ, მაგრამ დაეწია ზოგს და ბევრს დაეწევა. თოვლი სამი მეტრი იქნება, თუ პალმები იქნება, ჯარიმების საკითხი ცალკე მსჯელობის ამბავი არის. - განაცხადა მოქალაქემ. 

სტიქიის ზონაში ჩარჩენილი ხალხი დახმარებას ითხოვს. გურიის მაღალმთიანი სოფლები ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი. ასობით ოჯახს ისევ არ აქვს ელექტროენერგია და გათბობა, ეწურებათ საკვების მარაგები და მედიკამენტებიც. დილიდან გურიის სოფლებში ისევ თოვს, რაც ვითარებას კიდევ უფრო ართულებს. 

"ქართულ ოცნებაში" ირწმუნებიან, რომ გურიის რეგიონებში დამატებითი სპეცტექნიკაა შეყვანილი, თუმცა ზოგიერთ სოფელში არა თუ სპეცტექნიკის, არამედ ადამიანის ნაფეხურების კვალიც კი არ ჩანს. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა განაცხადა, რომ ირანი დათანხმდა აშშ-სთვის გამდიდრებული ურანის გადაცემას
ევროპას დაახლოებით ექვსი კვირის საავიაციო საწვავის მარაგი აქვს დარჩენილი
ლონდონის „არსენალისა“ და ავსტრიის ნაკრების ყოფილი მეკარე ალექს მენინგერი ავტოკატასტროფაში დაიღუპა
ტრამპმა ისრაელსა და ლიბანს შორის საომარი მოქმედებების 10-დღიანი შეჩერების შესახებ განაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics