|
2025-02-25 14:36:33, 1054 ნახვა
ომი უკრაინაში
რადამ მხარი დაუჭირა დადგენილებას, რომლითაც უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს ეჭვქვეშ არ აყენებს
უკრაინის უმაღლესმა რადამ მეორე მცდელობით მხარი დაუჭირა დადგენილებას განცხადების შესახებ, რომელშიც ნათქვამია, რომ პარლამენტი გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებს, როგორც კი უკრაინის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. შესაბამის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 268-მა დეპუტატმა. განცხადებაში, ნათქვამია, რომ „უკრაინის უმაღლესი რადა და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არჩეულები იყვნენ თავისუფალ, გამჭვირვალე, დემოკრატიული არჩევნებით, საერთაშორისო დამკვირვებლების თანდასწრებით, რომლის შედეგებიც აღიარა მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ“. ავტორები აღნიშნავენ, რომ „საომარი მდგომარეობის სამართლებრივი რეჟიმის მოქმედების პერიოდში არჩევნების ორგანიზებისა და ჩატარების შემთხვევაში, არ იქნება დაცული საარჩევნო სამართლის ყველა ეროვნული და საერთაშორისო პრინციპი, რაც ასეთ არჩევნებს გადააქცევს ფარსად, 2024 წლის მარტში რუსეთის ფედერაციაში პრეზიდენტად ვლადიმირ პუტინის ხელახალი დანიშვნის მსგავსად“. „უკრაინის უმაღლესი რადა ხაზს უსვამს, რომ სწორედ ვლადიმერ პუტინია პასუხისმგებელი იმაზე, რომ უკრაინაში დღეს შეუძლებელია თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება“, – ნათქვამია განცხადებაში. უკრაინის უმაღლესი რადა ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირობებში შემოღებული საომარი მდგომარეობა უკრაინაში არ იძლევა არჩევნების ჩატარების საშუალებას უკრაინის კონსტიტუციის შესაბამისად. ამასთან, უკრაინელი ხალხი ერთიანია იმაში, რომ ასეთი არჩევნები უნდა გაიმართოს ომის დასრულების შემდეგ. უკრაინის უმაღლესი რადა უკრაინელი ხალხის სახელით აცხადებს, რომ უკრაინა, დემოკრატიული ქვეყანაა და როგორც კი მის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი იქნება ყოვლისმომცველი, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა, უკრაინის პარლამენტის გადაწყვეტილებით გამოაცხადებს უკრაინის პრეზიდენტის არჩევნებს და უზრუნველყოფს მათ ჩატარებას ყველა საერთაშორისო საარჩევნო სტანდარტის შესაბამისად“. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ უკრაინელი ხალხი და უმაღლესი რადა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მანდატს ეჭვქვეშ არ აყენებს. „უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უნდა შეასრულოს თავისი უფლებამოსილება უკრაინის ახალი პრეზიდენტის თანამდებობაზე შესვლამდე, უკრაინის კონსტიტუციის 108-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად“, – ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)