01:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-19 02:15:12, 498 ნახვა

საზოგადოება
ჟურნალისტი გურამ როგავა - მეგობრებთან ერთად სეირნობისას გამაჩერეს, გამჩხრიკეს და მიმოწერები წაიკითხეს

ჟურნალისტი გურამ როგავა ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც მეგობრებთან ერთად პარკში სეირნობდა, სალოქალაქო ფორმიანმა პირებმა გააჩერეს, გაჩხრიკეს და ტელეფონის მიმოწერაც კი შეუმოწმეს.

ჟურნალისტი ეჭვობს, რომ ეს ყველაფერი დაშინების მიზნით მოხდა, რათა სულ წნეხი ქვეშ ამყოფონ ადამიანები.

ჩემი ამბავი არ იყო კულმინაცია, უარესები გველოდება წინ. რომ გითხრა, გამიკვირდა თქო, მოგატყუებ. უკვე გაოცების უნარიც დავკარგე, რადგან ამ რეჟიმისგან ყველანაირ ნაბიჯს ველოდებიდი, ყველაფერზე მიდიან უკვე.

რამდენიმე დღის წინ მეგობრებთან ერთდ პარკში ვსერნობდი, სამოქალაქო ფორმიანმა პირმა გაგვაჩერა, გაგვჩხრიკეს, შეამოწმეს ჩვენი მიმოწერები. ჩემს მეგობრებს, ჩემთან სეირნობის გამო, უჩნდებათ ამ ქვეყანაში განცდა, რომ საფრთხე ემუქრებათ. ბევრ რამეს სწორედ მათი უსაფრთხოებიდან გამომდინარე ვერ ვასაჯაროვებ. ჩხრეკის დროს შიში მქონდა, რომ ჩემი მეგობრები, ჩემი საქმიანობის გამო, რამე საფრთხის წინაშე არ აღმოჩნდნენ, ნარკოტიკი არ ჩაედოთ. მგონია, ეს ყველაფერი მოხდა დაშინების მიზნით, სულ წნეხის ქვეშ გვამყოფებენ,   შეეცდებიან, რომ ყველა ნაბიჯზე გვითხრან, რომ გითვალთვალებთ, გიყურებთ. თქვენს ოპერატორს რაც შეემთხვა ზუსტად იგივე საქმეა, ამ ქვეყანაში პროტესტის გამოთქმა ისჯება, - განაცხადა როგავამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics