|
2016-03-09 13:30:45, 760 ნახვა
სამართალი
ვლადიმერ მასურაშვილის დედამ ბესელიას და კობახიძის წინააღმდეგ პროკურატურას მიმართა
ეკა ბესელიასა და მანანა კობახიძეს ვლადიმერ მასურაშვილის დედა კორუფციაში ბრალს სდებს. ნინო ბურჯანაძის კორტეჟის შეჯახების შედეგად გარდაცვლილი პოლიციელის ოჯახი გამოძების დაწყებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ოფიცრის პოლიტმატიმართა სიაში შეყვანა ქრთამის სანაცვლოდ მოხდა. „აქ იყო დიდი ფული აღებული, რადგან მკვლელის გამოშვების არანაირი მიზეზი არ იყო ამ მუხლით. მკვლელი პოლიტპატიმარი არ იყო, მან მოკლა ჩემი შვილი. როგორ შეიძლება მკვლელი გააერთიანო მომიტინგესთან, ის იყო მკვლელი,“ - აცხადებს ვლადიმერ მასურაშვილის დედა, ანა აზაურაშვილი. განცხადება ვლადიმერ მასურაშვილის დედამ პროკურატურაში დღეს შეიტანა. "ქალბატონ ანას აქვს გარკვეული ინფორმაცია, რომ ბესელიამ და კობახიძემ მისი შვილის მკვლელის პოლიტპატიმართა სიაში შეყვანის სანაცვლოდ დიდი რაოდენობით ქრთამი აიღეს. დღეს სწორედ ამას ეხება ჩვენი საჩივარი. პროკურატურა ვალდებულია დაინტერესდეს ქალბატონი ანას ფაქტებით და კობახიძე და ბესელია დაკითხოს. დადასტურების შემთხვევაში პასუხისგებაში მისცეს", - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველტა რეფორმირების ცენტრის" ხელმძღვანელმა ზვიად კუპრავამ. შეგახსენებთ, ვლადიმერ მასურაშვილს 2011 წლის 26 მაისს ნინო ბურჯანაძის ექსკორტის მანქანა შეეჯახა და ადგილზე დაიღუპა. მომხდარში დამნაშავედ 1 პირი ალექსანდრე ბიბილური ცნეს, რომელსაც 8 წლით და 6 თვით თავისუფების აღკვეთა მიესაჯა, თუმცა მან გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით ციხე პოლიტპატიმრის სტატუსით საყოველთაო ამინისტიის შედეგად წელიწადნახევარში დატოვა.
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)