05:07 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-18 13:40:25, 353 ნახვა

სამართალი
სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო აქტივისტები ისაკო დევიძე და მარიამ გაჩეჩილაძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა ადმინისტრაციული სახდელი მხოლოდ ისაკო დევიძეს დაეკისრა - 5 000 ლარის ოდენობით.

რაც შეეხება მარიამ გაჩეჩილაძეს, მიუხედავად იმისა, რომ ისიც ცნობილია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად, მოსამართლის გადაწყვეტილებით, გაჩეჩილაძე გათავისუფლდა პასუხისმგებლობიდან და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება მიეცა.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძეს და მარიამ გაჩეჩილაძეს შსს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების დროს გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდა, როდესაც, უწყების განმარტებით, გზის გადაკეტვის საჭიროება არ იყო აქციის მონაწილეთა რაოდენობიდან გამომდინარე. კერძოდ, უწყების ცნობით, ისაკო დევიძემ გზა ხელოვნურად 8 იანვარს, ხოლო მარიამ გაჩეჩილაძემ 9 იანვარს გადაკეტა. შსს-ს ინფორმაციით, მტკიცებულების სახით გააჩნიათ სამეთვალყურეო კამერის ვიდეო-ჩანაწერი, სადაც ასახულია დევიძისა და გაჩეჩილაძის მხრიდან გზის ხელოვნურად გადაკეტვის ფაქტები.

რაც შეეხება გაჩეჩილაძისა და დევიძის პოზიციებს, მათი თქმით, მათ გზა არ გადაუკეტავთ, შესაბამისად თავს სამართალდამრღვევებად არ მიიჩნევენ.

აღსანიშნავია, რომ ისაკო დევიძემ გადაწყვეტილების გამოტანამდე სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა და მოტივად, მოსამართლისადმი უნდობლობა დაასახელა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics