2016-03-09 09:23:54, 703 ნახვა
ეკონომიკა
დღეს გაირკვევა, გაძვირდება თუ არა კვლავ რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები
გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები დღეს გახდება ცნობილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებენ.
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის წინა სხდომა 3 თებერვალს გაიმართა, რომელზეც სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8.0 %-ზე დატოვა.
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნესსესხებზე იწვევს პროცენტის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან