|
2025-02-12 22:11:05, 662 ნახვა
ომი უკრაინაში
პენტაგონის ხელმძღვანელი: უკრაინის ომამდელ საზღვრებთან დაბრუნება არარეალურია
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნება და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის დაბრუნება "არარეალური" უწოდა. ჰეგსეთმა ასევე განაცხადა, რომ თეთრი სახლი არ განიხილავს უკრაინის ნატოში გაწევრიანებას, როგორც რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის მოგვარების ნაწილად. ჰეგსეთმა განცხადება ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში უკრაინის მოკავშირე ქვეყნების შეხვედრაზე გააკეთა. პენტაგონის ხელმძღვანელმა ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად პირობებისა, რომლებშიც კიევმა და მოსკოვმა შეიძლება მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას, შეერთებული შტატები არ განათავსებს თავის ჯარს უკრაინაში და აშშ-ს არმია არ გახდება რეგიონში მშვიდობის გარანტიების ნაწილი. „ჩვენ, ისევე როგორც თქვენ, ვუსურვებთ უკრაინას მშვიდობასა და კეთილდღეობას. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის 2014 წლამდე საზღვრებთან დაბრუნების მიზანი არარეალურია. ასეთი მოჩვენებითი მიზნის მისაღწევად ჩვენ მხოლოდ გავახანგრძლივებთ ომს და ტანჯვას“, - განაცხადა მინისტრმა. ჰეგსეთი მიიჩნევს, რომ აშშ-ს ნატო-ს პარტნიორმა ქვეყნებმა უნდა აიღონ მეტი პასუხისმგებლობა ევროპაში უსაფრთხოებისთვის. მისი აზრით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უნდა იყოს უზრუნველყოფილი „ევროპული და არაევროპული ჯარებით“, რომლებიც შეიძლება იქ განლაგდნენ სამშვიდობო მისიის ფარგლებში, მაგრამ არა ნატოს ეგიდით. ბრიუსელში გამართულ შეხვედრას 50-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრებოდა, რომლებიც მხარს უჭერენ უკრაინას რუსული აგრესიის მოგერიებაში. რამდენიმე დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთთან შესაძლო სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში, მას შეუძლია განიხილოს „ერთი ტერიტორიის მეორეში გაცვლის“ პერსპექტივა, რაც გულისხმობს რუსეთის კურსკის რეგიონის ნაწილს, რომელსაც ამჟამად აკონტროლებენ უკრაინის ჯარები და რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინაში. ასევე, ზელენსკის თქმით, ომის დასასრულებლად კიევმა უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს არა მხოლოდ ევროპისგან, არამედ შეერთებული შტატებისგან.
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)