17:03 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-10 20:31:43, 509 ნახვა

სამართალი
მოსამართლემ „მთავარი არხის“ ოპერატორის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა

„მთავარი არხის" ოპერატორის, სერგი ბარამიძის საქმეზე მოსამართლემ წვრილმანი ხულიგნობის ნაწილში ადმინისტრაციული სამართალწარმოება შეწყვიტა, ხოლო მეორე მუხლის, სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში ბარამიძე სამართალდამრღვევად სცნო და მას სიტყვიერი გაფრთხილება მისცა.

საქმე ეხება 2024 წლის 19 ნოემბრის ინციდენტს, როდესაც ბარამიძეს საპროტესტო აქციის გაშუქების დროს საპოლიციო ძალებმა ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააკავეს. მიყენებული დაზიანებების გამო სერგი ბარამიძეს სამედიცინო ჩარევა დასჭირდა. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს, თუმცა ამ ეტაპზე პოლიციელთა ვინაობა, რომლებიც ძალადობაში არიან მხილებულნი, არ დასახელებულა.

მიუხედავად ამისა, შსს სამინისტრომ,  თავად მსხვერპლი დაადანაშაულა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაში.

სერგი ბარამიძემ სასამართლოში მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესის შესახებ მაშინ გაიგო, როდესაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სხვა პატიმრების პროცესებს აშუქებდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამია:ავტორიტარმა უნდა მიიღოს რისიც ეშინია, ამიტომ, 26 მაისს ყველანი რუსთაველზე
სანიკიძე: ცოტნე მამაშენია ის მოძალადე, რომელსაც უნდა გაემიჯნო
19-21 აპრილს მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
ვმობ ძალადობას… დებატები „ქოცი, რუსი, აკაცუკი, ნაცის“ ძახილით არ უნდა სრულდებოდეს - ცოტნე ივანიშვილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics