2025-02-04 20:39:15, 414 ნახვა
სამართალი
მამუკა დიასამიძე, რომელსაც ზვიად ხარაზიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა, დღეს სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
სამოქალაქო აქტივისტს, მამუკა დიასამიძე, რომელსაც გდდ-ს უფროსი ზვიად ხარაზიშვილი ფიზიკურად გაუსწორდა, დღეს სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
დიასამიძე თბილისი მოლთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს. მას გამოძიება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას ედავებოდა.
ცნობისთვის მამუკა დიასამიძე, 2 თებერვალს „თბილისი მოლთან“ მიმდინარე აქციაზე, სამართალდამცავებმა დააკავეს, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგამო.
მალევე, ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ გაავრცელა კადრები, სადაც ჩანს, თუ როგორ მიყავთ დაკავებული დიასამიძე შავ ნიღბიანებს, გდდ-ს უფროსთან, ზვიად ხარაზიშვილთან, იგივე „ხარებასთან“ და როგორ უსწორდება ფიზიკურად მას „ხარება“ .
ავტორი: ექსპრესნიუსი,