14:09 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 16:48:52, 487 ნახვა

საზოგადოება
მელიქიშვილის გამზირსა და კოსტავას ქუჩის ნაწილზე ღამის საათებში მოძრაობა შეიზღუდება

თბილისის მერიას ინფორმაციით, საახალწლო განათებების სადემონტაჟო სამუშაოების გამო, 25 იანვარს, 00:30-დან 03:00 საათამდე, მელიქიშვილის გამზირზე ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება.

03:00-დან 06:00 საათამდე კი საავტომობილო მოძრაობა კოსტავას ქუჩაზე, კერძოდ, თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზიდან მეტროსადგურ „რუსთაველამდე“ არსებულ საგზაო მონაკვეთშიც შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში კეკელიძის ქუჩიდან ჩამომსვლელი ნაკადი გადაადგილებას მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით ვერ შეძლებს, ხოლო ჭავჭავაძის გამზირიდან და ვარაზის ხევიდან კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას კეკელიძის, ჯანაშიას, ქუთათელაძის, ბარნოვისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით შეძლებენ.

რუსთაველის გამზირიდან მიმავალი ავტომობილები ქიაჩელისა და ახვლედიანის ქუჩების საშუალებით შეძლებენ გადაადგილებას, ხოლო ნიკოლაძის ქუჩიდან მარცხნივ მოხვევით, მძღოლები რუსთაველის გამზირისა და ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. ასევე, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილება დასაშვები იქნება ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროს გამოყენებით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics