12:47 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-24 15:00:57, 477 ნახვა

საზოგადოება
„დროას“ წევრი მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ხალათით და ჩუსტებით მივიდა

კოალიცია „ცვლილებისთვის“ წარმომადგენელი, მარიამ სიჭინავა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, სადაც მისი პროცესი გაიმართა, ხალათით და ჩუსტებით მივიდა. საქმე მარიამ სიჭინავას მიერ ბალაკლავას ტარებას ეხებოდა.

ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლემ ბალაკლავას ტარების ფაქტზე სიჭინავა 2000 ლარით დააჯარიმა.

აღსანიშნავია, რომ მანამდე, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი პიროტექნიკის გამოყენების ორ, ხოლო ბალაკლავას ტარების ექვს ეპიზოდშიც ცნო სამართალდამრღვევად და ადმინისტრაციული სახდელის სახით 5000 ლარი დააკისრა.

რაც შეეხება პარტია „დროას“ კიდევ ერთ წევრს, შუშანა მაცაბერიძეს, ის ფოთის დროებითი მოთავსების იზოლატორს 12 დღიანი პატიმრობის შემდეგ, დღეს დატოვებს.

ცნობისთვის, 16 იანვარს, ზუგდიდში, აქციაზე პიროტექნიკის გასროლისთვის აქტივისტები მარიამ სიჭინავა და კერენ ესებუა მაშინ დააკავეს, როდესაც სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის შენობის წინ მოქალაქეები იკრიბებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის და სქესობრივი კავშირის იძულების ფაქტებზე ერთი პირია დაკავებული
შსს: დავაკავეთ კაცი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ქალს, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics