2025-01-22 18:30:14, 469 ნახვა
საზოგადოება
რეზო კიკნაძე - თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის
2024 წლის დეკემბერში პროევროპული აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძე, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით არის ბრალდებული, შიმშილობას აგრძელებს. აღნიშნული მუხლი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს და 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებიდან მალევე, კიკნაძემ შიმშილობა გამოაცხადა, რითაც სოლიდარობა გამოუცხადა ასევე დაკავებულ მზია ამაღლობელს, რომელმაც ანალოგიურად შიმშილობის გზას მიმართა.
„ვიშიმშილებ თუ შიმშილის გარეშე ვიჯდები დილეგში, მაინც ყოველთვის შენზე თავისუფალი ვიქნები, რიგითო „ქოცო“. შენ ბელადს უნდა ასიამოვნო, მის ნათქვამს ვერ გადახვალ. ჩემს გონებას კი ვერავინ მართავს, ჩემი თავი მევე მეყუდვნის. თავისუფლება სულის ზეიმია და არა ხორცის! არ შეშინდე, გაბრაზდი!“ — აღნიშნავს რეზო კიკნაძე თავის წერილში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,