2025-01-19 11:10:45, 597 ნახვა
საზოგადოება
19 იანვარს, კვირას საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი
19 იანვარს, კვირას საქართველოში ნალექი და ძლიერი ქარია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში ღრუბლიანი ამინდი იქნება. ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, ზოგან ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში დღისით +2, +7°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -3, +2°.
აღმოსავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. ღამით ზოგიერთ, დღის მეორე ნახევარში უმეტეს რაიონში ნალექი, მთაში თოვლის სახით, ზოგან შესაძლებელია ძლიერი, მაღალმთაში ზოგან ქარბუქი. დასავლეთის ქარი 10-15მ/წმ, დღის მეორე ნახევარში ძლიერი 20-25მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: ბარში დღისით +3, +8°; მთაში დღისით 0, +5°; მაღალმთაში დღისით -3, +2°.
ავტორი: ექსპრესნიუსი,