2025-01-17 21:39:11, 737 ნახვა
საზოგადოება
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს და ფეიერვერკებს ისვრიან - ვიდეო
რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების პროტესტი გრძელდება. აქციის მონაწილეებმა საავტომობილო მოძრაობა გადაკეტეს. მანამდე რუსთაველის გამზირზე განლაგებული პოლიციელები მოქალაქეებს გამზირის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, აქციაზე არ იყო ისეთი რაოდენობის მოქალაქეები, რაც საჭიროა გზის გადაკეტვისთვის.
მას შემდეგ, რაც პროტესტის მონაწილეებმა გზა მაინც გადაკეტეს, პოლიციამ მათ განუმარტა, რომ გზის გადაკეტვის გამო დაჯარიმდებიან და ხვალ მათ 5000-ლარიანი ჯარიმა ელოდებათ. მიუხედავად გაფრთხილებისა, აქციის მონაწილეები არ დაემორჩილნენ სამართალდამცავებმა კი ტერიტორია დატოვეს, პოლიციელები შეძახილებით და ფეიერვერკებით გააცილეს აქციის წევრებმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,