00:09 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-10 17:40:54, 499 ნახვა

სამართალი
რევაზ კიკნაძე მოსამართლეს - მიმალვის საფრთხეო! ვის უნდა დავემალო?! ყველას ვეტყოდი, აი, ეს მე ვარ!

პროევროპულ აქციებზე სისხლის სამართლის წესით დაკავებული რევაზ კიკნაძე თავს უსამართლოდ დაკავებულად მიიჩნევს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძეს მან უთხრა, რომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა გათავისუფლდეს.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ახლა მისი და კიდევ 10 ბრალდებულის საქმე განიხილება - მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს, მათ პატიმრობაში დატოვებს თუ შეუცვლის აღკვეთის ღონისძიებას.

პროკურორის თქმით, არსებობს ბრალდებულების მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე:

„მიმალვის საფრთხეო! რას უნდა დავემალო?! - მაგასაც ვერ ვხვდები. მინდა ყველამ გაიგოს, ყველამ იცოდეს... შესაძლებლობა რომ მქონდეს, აქედან რომ გავიდოდი, ჩემს კლონებს დავამზადებდი, ყველა ქუჩაზე დავაყენებდი, ყველა ადამიანს გავაჩერებდი და ვეტყოდი, აი, აი, მე ვარ...

ჯგუფური ძალადობაო! - ვერ ვხვდები ან ჯგუფური რას ნიშნავს, ან ძალადობა ამ ბრალდებაში. არც ჯგუფურში მიმიღია მონაწილეობა და არც ძალადობაში... ეს კარგი და პატრიოტი ადამიანები პირველად სასამართლოზე ვნახე, შეხებაც არ მქონია - 50 დაჭერილიდან არცერთთან მიმოწერაც არ მაქვს, ზარიც არ მქონია...

შეზღუდვებს რაც შეეხება, არ ვთვლი, რომ გირაოს გადახდას ვიმსახურებ. უსამართლოდ ვარ გამოკეტილი, რატომ უნდა ვიხადო? მაგრამ იმის გამო, რომ მშობლები ნერვიულობენ, 2000 ლარს მაქსიმუმ გადავიხდი. ასევე სხვა ადგილებში მისვლასთან დაკავშირებით - ერთადერთ აკრძალვას არ მივიღებდი, რუსთაველის გამზირზე მისვლას“, - უთხრა ბრალდებულმა მოსამართლეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics