2016-03-03 10:39:29, 772 ნახვა
რეგიონი
ზუგდიდში სასკოლო ოლიმპიადისთვის მზადება მიმდინარეობს
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა მაია ჩიტაიამ და სპორტის განვითარების განყოფილების უფროსმა რევაზ ჩიხლაძემ ა.ა.ი.პ სპორტის განვითარების წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ჩაატარეს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვის აუცილებლობის საკითხზე იმსჯელეს და სასკოლო ოლიმპიადის გამართვის ტექნიკური დეტალები განიხილეს.
კულტურის სამსახური სპორტის რამდენიმე სახეობაში (ქალთა და ვაჟთა) შეჯიბრს და მუნიციპალიტეტის ღია პირველობის ჩატარებას გეგმავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან