19:58 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-02 13:45:10, 786 ნახვა

სამართალი
სუს-ის ანტიკორუფციულმა სააგენტომ და შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და შსს-მ ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე  გიგა კიკნაველიძე დააკავეს.

სუს-ის ინფორმაციით, კიკნაველიძემ მოქალაქეს  50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით  გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა. იგი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ქრთამის აღების დროს დააკავეს.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტოს  და შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის  თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის აღების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსის მოადგილე  გიგა კიკნაველიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გიგა კიკნაველიძემ, მოქალაქეს  50 000 აშშ დოლარის ღირებულების ოქროს ნივთების თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით  გატანის სანაცვლოდ 5000 ლარი მოსთხოვა.

გიგა კიკნაველიძემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე,  ქრთამის სახით მის მიერ მოთხოვნილი 5000 ლარი აიღო, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
აშშ-მ კუბასთან საიდუმლო მოლაპარაკებები გამართა, ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად
ირანი უარყოფს ტრამპის განცხადებას გამდიდრებული ურანის აშშ-ში გადაცემაზე დათანხმების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics