2024-12-04 22:55:50, 330 ნახვა
სამართალი
თბილისში 19 წლის სტუდენტი დააკავეს
თბილისში, 4 დეკემბერს საცხოვრებელი სახლის რამდენიმესაათიანი ჩხრეკის შემდეგ 19 წლის სტუდენტი დააკავეს, რომელიც კურიერად მუშაობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ირაკლი მიმინოშვილი პროევროპულ აქციებში აქტიურად მონაწილეობდა, თუმცა არ არის არცერთი პოლიტიკური თუ სამოქალაქო ორგანიზაციის წევრი, არ არის აფილირებული არც ერთ აქტივისტურ გაერთიანებასთან.
როგორც „რადიო თავისუფლებას“ ირაკლი მიმინოშვილის მეგობრები უყვებიან, პოლიცია ახალგაზრდა კაცის სახლში ჩხრეკისთვის შუადღისას, დაახლოებით, 2 საათისთვის შევიდა. ამ დროს სახლში მხოლოდ ირაკლი და მისი და იმყოფებოდნენ. საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა ადვოკატის გარეშე, დაახლოებით, ერთ საათს გაგრძელდა.
სამართალდამცველებმა ამოიღეს კომპიუტერი, ტელეფონი და წვრილმანი ტექნიკა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,