10:44 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-01 12:04:37, 603 ნახვა

სამართალი
ადიგენში განვითარებულ მოვლენებზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადიგენის მუნიციპალიტეტში რელიგიურ ნიადაგზე მომხდარ დაპირისპირებაზე გამოძიება დაიწყო.

როგორც "ექსპრესნიუსს"  შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კდოექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს  ადამიანის დევნას სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით (ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით).

 ადამიანის უფლებების და მონიტორინგის ცენტრის დირექტორის თამთა მიქელაძის ინფორმაციით,  ადიგენში ქრისტიანების ჯგუფი თავს დაესხა სოფლის ცენტრში მდგარ მუსლიმებს. მისი თქმით, კოლექტიური თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიიღო სამმა მუსლიმმა, მათ აღენიშნებათ დაზიანებები სახეზე და თავზე, მათ შორის, ერთ-ერთს გატეხილი აქვს თავი.

EMC-ის ცნობით, ბოლო ორ წლის განმავლობაში ადიგენის მუნიციპალიტეტში უკვე სამი რელიგიური დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივი ხელისუფლებაზე ამ მუნიციპალიტეტში ადგილობრივ ქრისტიანი სასულიერო პირების გავლენა განსაკუთრებით მაღალია. ადგილობრივი პოლიცია კი რეპრესიული და დისკრიმინაციული მუსლიმი თემის მიმართ.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics