09:08 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-27 10:13:27, 603 ნახვა

სამართალი
თალაკვაძე: შსს მომხდარი დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს

ალექსი პეტრიასვილზე მომხდარი თავდასხმიდან ძალიან ცოტა დროა გასული, ამიტომ კონკრეტულ საკითხებზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ თოქ-შოუ "პოლიტიკაში" განაცხადა.

როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, შსს მომხდარი დანაშაულის გამოსაძიებლად ყველაფერს აკეთებს. მისივე თქმით, აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს და გონივრული დრო სჭირდება, რომ გამოძიების კონკრეტული შედეგი აჩვენონ.

მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, თალაკვაძე სხვა კომენტარს არ აკეთებს.

შეგახსენებთ,  გუშინ, თბილისში, საბურთალოს რაიონში, უცნობმა პირებმა ალექსი პერტიაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ორივე ქვედა კიდური დაუზიანეს. მას გუშინ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პეტრიაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics