22:33 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 10:31:31, 500 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის საჰაერო ძალები - რუსეთის მიერ გაშვებული 19 „შაჰიდიდან“ 18 ჩამოვაგდეთ

7ოქტომბრის ღამეს, უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 19 "შაჰიდის" ტიპის დრონიდან 18 ჩამოაგდო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალები Telegram-ზე ავრცელებს.

საჰაერო ძალების ცნობით, გარდა ამისა, რუსეთმა უკრაინას 2 ბალისტიკური რაკეტითაც შეუტია. 

"თავდაცვის სისტემა მუშაობდა ოდესის, მიკოლაევის, დნეპროპეტროვსკის, ვინიცისა და ტერნოპოლის ოლქებში",- ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, თავდასხმის მოგერიებაში ჩართული იყო ავიაცია, საზენიტო-სარაკეტო ნაწილები, მობილური სახანძრო ჯგუფები და ელექტრონული ომის დანაყოფები.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics