10:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 09:49:54, 836 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა

უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან ომს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლის, ზურაბ იაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი თანამებრძოლი ვანო ნადირაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ნადირაძის ცნობით, იაშვილი ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

"კიდევ ერთი ქართველი მეომარი დაიღუპა უკრაინაში. დაჭრის შემდეგ დიდხანს იწვალა, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ გადარჩა - ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაიცვალა. ზურაბ იაშვილი - დიდება შენ გმირ სულს, ძმაო",- წერს ვანო ნადირაძე "ფეისბუქზე".

"ექსპრესნიუსს", უკრაინაში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics