2024-07-08 12:23:06, 868 ნახვა
რეგიონი
კასპის მუნიციპალიტეტში სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით გრძელდება სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ამის შესახებ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, სადგურ მეტეხის დასახლებაში, ადგილობრივი ახალგაზრდების სურვილის გათვალისწინებით ხელოვნურ საფარიანი სპორტული მოედნის მშენებლობა მიმდინარეობს.
"სამუშაო პროცესს მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
მოედნის მოწყობის სამუშაოს ი/მეწარმე ვახტანგი კუჭაშვილი“ ახორციელებს, რომელიც მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი: R (რეკლამა),