2024-07-07 18:02:42, 599 ნახვა
ომი უკრაინაში
ხერსონში რუსეთის იერიშის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა
ხერსონის რეგიონში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსული დაბომბვის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, 3 კი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის ადგილობრივ ოფიციალურ პირზე, ალექსანდრ პროკუდინზე დაყრდნობით ავრცელებს.
პროკუდინის განცხადებით, რუსი სამხედროების მიერ რეგიონის დასახლებების საცხოვრებელ უბნებზე მიტანილი იერიშის შედეგად მაღალსართულიანი შენობები, 10 კერძო სახლი, ადმინისტრაციული შენობები, კვების ობიექტები, მაღაზიები და კერძო მანქანები დაზიანდა.
მისივე თქმით, დარტყმის ქვეშ კრეშჩენოვკა, ანტონოვკა, მიხაილოვკა, უროჟაინოე, ქიზომისი, ბურგუნკა, ბერისლავი, ნოვობერისლავი, პრიოზერნოიე, დნეპროვსკოე, სტანისლავი, პრიდნეპროვსკოე, ოლგოვკა, შევჩენოვკა, ტიაგინკა და ვისოკოჰერი მოექცა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,