23:34 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-11 15:14:51, 592 ნახვა

ეკონომიკა
„ბანკ რესპუბლიკასა“ და დეველოპერულ კომპანია m2-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

m2 გალერეაში, სს „ბანკ რესპუბლიკასა“ და დეველოპერულ კომპანია „m2“-ს შორის  მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის ფარგლებში მომხმარებელს საშუალება ექნება შეიძინოს საცხოვრებელი ბინები m2-ის მიმდინარე და დასრულებულ პროექტებში ბანკ რესპუბლიკას იპოთეკური სესხით. აღნიშნული თანამშრომლობის შედეგად, „ბანკი რესპუბლიკა“ 2016 წლის 30 აპრილამდე, m2-ის მომხმარებლებს შესთავაზებს უნიკალურ პირობებს იპოთეკურ სესხებზე. კერძოდ, იპოთეკური სესხის %  იქნება მინიმალური და ყველაზე კონკურენტული ბაზარზე დღეს არსებულ ტარიფებთან შედარებით.  მაგალითისთვის:

5 წლამდე სესხები - USD 6.76% EUR 6.4% -(ეფექტური% 7,35$,6,97EUR)

10 წლამდე სესხები - USD 7, 26% EUR 6.9% -(7.70%$-7.31%EUR)

15 წლამდე სესხები - USD 8,06 % EUR 7,6 % (8.5%$ -8%EUR)

აღნიშნული, შეთავაზებით ბანკი რესპუბლიკა მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და შეღავათიანს ხდის იპოთეკურ სესხს მომხმარებლისთვის, რომელთაც სურვილი აქვთ შეიძინონ  ბინა m2-ის  პროექტებში: m2 ყაზბეგზე; m2 ნუცუბიძეზე; m2 თამარაშვილზე; ოპტიმა ისანი.

ბანკის არსებული კლიენტებისთვის დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ბანკ რესპუბლიკას საფილიალო ქსელის მასშტაბით, ასევე სატელეფონო ცენტრის მეშვეობით 2 90 90 90, ხოლო ახალი კლიენტებისთვის, მეტი კომფორტის შესაქმნელად, გამოყოფილია მელიქიშვილის გამზირზე არსებული ბანკ რესპუბლიკას სერვის ცენტრი.

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics