23:37 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-10 21:23:12, 3165 ნახვა

კომენტარი
გვრიტიშვილი - ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტმა დაგვარწმუნა, რომ სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის

შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა იმედის ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაარწმუნა მოსამართლეები, რომ უპრეცედენტო შეტევის პირობებში, სასამართლო ხელისუფლება მარტო არ არის.

"შეიძლება, თამამად ითქვას, რომ ერთგვარი ცივი შხაპი გადაასხა პრემიერის ვიზიტმა უზენაეს სასამართლოში სასამართლოს არაკეთილმოსურნეებს. ამ უპრეცედენტო და აბსოლუტურად დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებაში, რომლითაც მოქმედი მოსამართლეები კორუფციის უმძიმესი ბრალდებით დასანქცირდნენ, გათვლა იყო ის, რომ ერთი მხრივ თვითონ სასამართლო კორპუსისადმი იყო გზავნილი და მიზნად ისახავდა დაშანტაჟებას და მეორე - გზავნილი იყო ხელისუფლებისადმი, რომ გაემიჯნეთ. პრეზიდენტის ბრიფინგი იყო ამის ცალსახა ლუსტრაცია. პრეზიდენტმა ასეთი პოზიცია არჩია, რომ ვთქვათ, ჩვენს "ევროპულ მომავალს" ეს ოთხი ადამიანი შევწიროთო.

რაც შეეხება მთავრობას და მის მეთაურს, დღევანდელმა მისმა ვიზიტმა და მისმა გამოხატულმა პოზიციამ სავსებით დაგვარწმუნა იმაში, რომ სასამართლო ხელისუფლება დღეს არ არის მარტო ამ უპრეცედენტო შეტევის პირობებში და რომ საქართველოს აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ხელმძღვანელის სახითაც აბსოლუტურად ჯანსაღი პოზიცია უკავია, რაც სახელმწიფოს პირველი თანამდებობის პირს უნდა ეკავოს, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყნის სუვერენიტეტსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე", - განაცხადა გვრიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე კორუფციის გამო დაასანქცირა.

სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ აშშ-ში შესვლის აკრძალვას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics