15:08 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 11:26:07, 1817 ნახვა

სამხედრო
სერჟანტებმა სამეთაურო და სამეთაურო - საშტაბო კურსები დაასრულეს

წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საერთო საჯარისო ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსების გამოშვების ცერემონია გაიმართა.

სერჟანტებს სწავლის დასრულება წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა ზურაბ ხვიჩიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა.

მსმენელებმა შეისწავლეს თავდაცვითი და თავდასხმითი ოპერაციები, სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და ქვედანაყოფის მართვის პროცედურები. კურსდამთავრებულებმა აიმაღლეს სამხედრო პროფესიული ცოდნის დონე, რომელიც მათ კარიერულ განვითარებაში გამოადგებათ. ისინი საკუთარ ქვედანაყოფებში დაბრუნდებიან და მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თავდაცვის ძალების განვითარებასა და სერჟანტთა კორპუსის გაძლიერებაში.

სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი 28 კვირის, ხოლო სერჟანტთა ძირითადი სამეთაურო კურსი 18 კვირის განმავლობაში კოჯორში, სერჟანტთა აკადემიისა და კრწანისში, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერი ცენტრი „კრწანისის“ ბაზებზე მიმდინარეობდა.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემა დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics