02:48 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-13 12:26:04, 1819 ნახვა

სამხედრო
ბელორუსის ქალაქებში მორგები რუსი ჯარისკაცების გვამებით არის სავსე

ბელორუსის ქალაქებში გომელში, მოზირში, ნაროვლიაში საავადმყოფოები სავსეა დაჭრილი რუსი ჯარისკაცებით და მორგები მათი ცხედრებით.
ამის შესახებ, რადიო თავისუფლება ბელორუსი იუწყება.

აღნიშნულია, რომ ბელორუსმა ექიმებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ასეთი ინფორმაციის არ გამჟღავნების შესახებ, ზოგიერთ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან.

გასულ კვირას მოზირში მყოფი რუსი სამხედროების ცხედრები "რუსეთის რკინიგზის" მატარებლებში დატვირთეს. ეს იმით არის განპირობებული, რომ მორგები უკვე გადატვირთულია გვამებით.

„არარეალურად ბევრი გვამი იყო. მოზირის სადგურზე მყოფი ხალხი უბრალოდ შოკირებული იყო მატარებელში ჩატვირთული გვამების რაოდენობით. ხალხმა ვიდეოების გადაღება დაიწყო, მაგრამ სამხედროებმა ისინი დაიჭირეს და მათი წაშლა ბრძანეს. მოზირის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკაში სასაფლაო შემოკეტეს, იქ არავის შეუშვეს, მცველები დააყენეს. ალბათ, იქ დაიწყეს რუსების დამარხვა“, - უთხრა რადიო თავისუფლების ბელორუსულ სამსახურს მოზირის მცხოვრებმა.

კიდევ ერთმა პირმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მოზირის ჰოსპიტალი კვლავ სავსეა რუსი დაჭრილი ჯარისკაცებით. მათთან ყველა ექიმი მუშაობს, თუნდაც ვიწრო სპეციალისტები. აქაურებს კი რენტგენის გაკეთება არ შეუძლიათ - ბავშვთა საავადმყოფოში აგზავნიან.

გავრცელებული ინფორმაციით, გომელის რადიაციული მედიცინის ცენტრი დაჭრილ რუსებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყებიდან იღებს. იქ რუსი ექიმები მუშაობენ. დაჭრილები ასევე გადაჰყავთ კოსტიუკოვკას საავადმყოფოში (ქალაქი გომელიდან 10 კილომეტრში), სასწრაფო დახმარების საავადმყოფოში და რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში.

გომელების თქმით, დაჭრილი რუსები ავტობუსებით გადაიყვანეს, დაღუპულები - სატვირთოებით. „ურალებში მათი გვამები აეროპორტში მიჰყავთ, იქიდან კი რუსეთში“, - თქვა გომელის მცხოვრებმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics