02:07 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-17 11:51:14, 1429 ნახვა

კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - ერთი დოზით აცრილებიდან, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ორი დოზით აცრილებში - 2.13%

1 დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო 2 დოზის პაციენტებში - 2,13%, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს კოვიდინფიცირებული პაციენტების 95%, რომლებიც კლინიკაში გადიან მკურნალობას, არ არიან ვაქცინირებულები

„მოგვეცა საფუძველი დაგვედგინა, თ როგორი არის წილი ჰოსპიტალში მოვედრილი პაციენტების, უკვე უკვე იყვნენ ერთი ან ორი დოზით აცრილი. ამ კომპონენტში გამოიკვეთა, რომ 1 დოზით აცრილებში, განურჩევლად ვაქცინისა, კლინიკაში მოხვედრილია მხოლოდ 2.85%, ხოლო 2 დოზის პაციენტებში - 2,13%. კლინიკაში დღეს მკურნალობას გადის 95% იმ ადამიანების, რომლებსაც არც ერთ ვაქცინა არ ჰქონდათ ჩატარებული. ეს კიდევ ერთხელ უსვამს გაზს, რომ რამდენად ეფექტური იარაღია ვაქცინა“, - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics