12:40 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-07-05 20:48:21, 715 ნახვა

კომენტარი
ევროპარლამენტარი - „ქართული ოცნება“ ახალისებს ძალადობას და რა გასაკვირია, რომ პოლიციას არ სურდა დაზარალებულების დაცვა

„ქართული ოცნება“ ახალისებს ძალადობას და რა გასაკვირია, რომ პოლიციას არ სურდა დაზარალებულების დაცვა“, - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა სოციალურ ქსელში დაწერა.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს კანონის უზენაესობის ჩამოშლის პირას არის.

„საქართველოს კონსტიტუცია ყველას აძლევს მშვიდობიანი შეკრების და გამოხატვის თავისუფლება და სახელმწიფოს მოვალეობაა დაიცვას ეს თავისუფლებები.

როცა ძალადობრივი ჯგუფი სცემს ჟურნალიტებს და LGBT+ წარმომადგენლებს და საქართველოს ხელისუფლება ამას უყურებს, ეს არის კანონის უზენაესობის ჩამოშლის სახიფათო ნიშანი.

როცა ქართველი ლიდერები, ქართული ოცნება, კონსტიტუციის გარანტორის მანდატით მოქმედების ნაცვლად, სპეკულირებს ამ საკითხით და არ გმობს დამნაშავეებს, ეს მხოლოდ ახალისებს ძალადობას.

რა გასაკვირია, რომ პოლიციამ ვერ შეძლო და არ სურდა დაზარალებულების დაცვა“, - წერს ვიოლა ფონ კრამონი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics