20:24 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-23 12:36:30, 1124 ნახვა

კომენტარი
ვახტანგ გომელაური - მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა ზაზა გახელაძის გასათავისუფლებლად.

მინისტრი იმედოვნებს, დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლება მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზა გახელაძეს გაათავისუფლებს.

„ზაზა გახელაძე ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო დღევანდელ სხდომაზე.ხშირად ვხდები კრიტიკის მსხვერპლი და ვერ ვსაუბრობ, ამ შემთხვევაში გამიჭირდება დეტალებზე ვისაუბრო. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, პარტნიორები, მეგობრები და საერთაშორისო ორგანიზაციები ყველა ჩართულები არიან ზაზა გახალაძის გასათავისუფლებლად. ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ ვიმედოვნებ, რომ მიიღებენ გონივრულ გადაწყვეტილებას და ზაზას გაათავისუფლებენ და ის ოჯახს მალე დაუბრუნდება. საპატრიარქოც ჩართულია, მთავრობაც და ჩვენი მეგობარი სტრატეგიული პარტნიორები და სახელმწიფოები“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე 11 თვეზე მეტია, რაც პატიმრობაში იმყოფება. დეფაქტო ცხინვალის ხელისუფლებამ და მას დაქვემდებარებულმა ე.წ. სასამართლომ გახელაძეს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
სანქცირებული, პროსახელისუფლებო „იმედის“ იურიდიული სამსახურის უფროსი, კომუნიკაციების კომისიის წევრი გახდა
ივანიშვილის პარლამენტმა ე.წ გრანტების შესახებ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, “ბაზარი ორბელიანზე” მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics