20:23 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-06-15 12:59:16, 992 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტროში პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე სპეციალური კურსი მიმდინარეობს

სსიპ „თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში“ (DIBS) პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ტრენინგი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გახსნა და კურსის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მონაწილეებს სიტყვით მიმართეს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსმა ნიკო თათულაშვილმა და სკოლის დირექტორმა თეა ნიკოლაშვილმა. პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე თავდაცვის სამინისტროს სპეციალური კურსი ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ტრენინგი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეებისთვის არის განკუთვნილი და მას სამოქალაქო ოფისის, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისა და სსიპ-ების თანამშრომლები ესწრებიან. კურსის მონაწილეები შეისწავლიან ისეთ თემებს, როგორიცაა ინფორმაციის თავისუფლება, საჯარო ინფორმაციაზე წვდომის შეზღუდვის საფუძვლები, პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებულ ტერმინთა განმარტება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ზოგადი მიმოხილვა, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი და პერსონალური მონაცემების დაცვასა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics