22:21 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 21:33:04, 368 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა - 5 მილიონიანი ახალი ფონდი მოემსახურება არამარტო ჰესის არეალში, არამედ წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში მდებარე სოფლებს

„ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებისა და მათი საჭიროებების დაფინანსებისთვის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, დაგეგმილია რიონის ხეობის განვითარების ფონდის შექმნა ინვესტორი კომპანიისა და  სახელმწიფოს კუთვნილი ენერგეტიკის განვითარების ფონდის თანამონაწილეობით“ - ამ ინიციატივის შესახებ დღეს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას ინფორმაციით, ფონდის ბიუჯეტი იქნება 5 მილიონი ლარი და მნიშვნელოვანია, რომ ეს თანხა, „ნამახვანი ჰესის" მშენებლობის პერიოდში,  მოხმარდება როგორც  ჰესის მშენებლობის არეალში მდებარე სოფლებს, ასევე წყალტუბოს და ცაგერის მუნიციპალიტეტებში რიონის ხეობაში არსებული სოფლების მოსახლეობას.

მინისტრის განმარტებით, რიონის ხეობის განვითარების ფონდის  მართვაში ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლები და სათემო ორგანიზაციები ჩაერთვებიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics