01:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-12 18:44:25, 1091 ნახვა

სამხედრო
სამხედროებმა ზურაბ იარაჯული გაიხსენეს

12 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, მფრინავ ზურაბ იარაჯულს 50 წელი შეუსრულდებოდა. ეროვნული გმირის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე, ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდალი, პოლკოვნიკი სერგო ნინუა და სამხედრო მოსამსახურეები თიანეთის მუნიციპალიტეტში სოფელ ზარიძეებს ესტუმრნენ.

მათ ზურაბ იარაჯულის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. თავდაცვის უწყების წარმომადგენლები ზურაბ იარაჯულისა და ქართველი მებრძოლის, მერაბ მინდიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილ დოღს დაესწრნენ.

მათ სპორტულ ასპარეზობაში გამარჯვებულ მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის სახელით საპრიზო საჩუქრები გადასცეს. ქართველ მებრძოლებს ადგილობრივების მიერ გამართული „ხრიდოლის“ საჩვენებელი წარმოდგენაც მიეძღვნა.

მოგვიანებით, სამხედროებმა გადაინაცვლეს ზურაბ იარაჯულის საფლავზე, სადაც სასულიერო პირებმა გმირის სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადეს. ადგილობრივებმა ეროვნული გმირი მთის ტრადიციების მიხედვით დაიტირეს და „დალაობა“ გამართეს. ზურაბ იარაჯულის საიუბილეო ღონისძიებას თიანეთის მუნიციპალიტეტის ოფიციალური წარმომადგენლები და ადგილობრივი მაცხოვრებლები დაესწრნენ.

სამხედრო მფრინავი, ზურაბ იარაჯული აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპა. 2013 წელს მას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. უფროსი ლეიტენანტი იარაჯული, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics