2021-03-11 13:41:11, 639 ნახვა
კომენტარი
ინგა გრიგოლია პროკურატურას: ტელევიზიაში აპირებთ შემოჭრას? ომი გინდათ? - აბა გაბედეთ!
ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? ომი გინდათ? აბა გაბედეთ!, - ასე ეხმაურება „ტვ პირველის“ ჟურნალისტი და ტელეწამყვანი, ინგა გრიგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ანუ ტელევიზიაში აპირებთ შემოსვლას ძალით? შემოჭრას? იმიტომ რომ არ შემოგიშვებთ ! ომი გინდათ? და მარტო იმიტომ გადაწყვიტეთ ეს, რომ ერთი კაცი გაბრაზდა? რატომ გამახსენდა შევარდნაძის დროის ,,რუსთავი ორი,,? დახურვის სურვილით აღგზნებულები რომ მიადგნენ დოკუმენტებით და მერე რითიც დამთავრდა,ყველამ ვიცით? აბა გაბედეთ!“, - წერს ინგა გრიგოლია.
ცნობისთვის, სასამართლომ პროკურატურას „ტვ. პირველიდან“ მასალების ამოღების უფლება მისცა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან