12:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-02 12:53:28, 438 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ არნახული ცილისმწამებლური კასკადი მოვისმინეთ, რაც ანტისახელმწიფოებრივია

პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ არნახული ცილისმწამებლური კასკადი მოვისმინეთ, რაც ანტისახლმწიფოებრივი და მტრულია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პატრიარქთან, ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, მან, როგორც მთავრობის მეთაურმა საქართველოს პატრიარქს სრული მხარდაჭერა აღუთქვა.

„ჩემთვის ყოველთვის დიდი ბედნიერება და პატივია ჩვენს უწმინდესთან შეხვედრა, დღევანდელი შეხვედრით კიდევ ერთხელ გამოვხატე ჩვენი დიდი პატივისცემა, მოკრძალება და სიყვარული პატრიარქის, მთლიანად ეკლესიის და საპატრიარქოს მიმართ.

მოგეხსენებათ, რომ დღევანდელი დრო გამოწვევებით აღსავსეა, გავხდით მომსწრენი უპრეცედენტო შეტევისა ეკლესიისა და პატრიარქის წინააღმდეგ, არნახული ცილისწამებების კასკადი მოვისმინეთ და გავხდით ამის მომსწრენი, რაც, რა თქმა უნდა, არის აბსოლუტურად მიუღებელი, ანტისახელმწიფოებრივი, მტრული და არ ემსახურება ჩვენი ხალხის, ქვეყნის და ეკლესიის ინტერესებს.

მე, როგორც მთავრობის მეთაურმა სრული მხარდამჭერა, რაც შემეძლება ეკლესიას აღვუთქვი, დავუდასტურე ჩემი მოკრძალებული პატივისცემა და სიყარული“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics