2021-02-24 19:36:26, 645 ნახვა
კომენტარი
ანზორ მელია - ღარიბაშვილმა ნიკას ტერორისტი უწოდა, დაამტკიცოს, თორემ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ კორუმპირებულია
„ღარიბაშვილმა ნიკას ტერორისტი უწოდა, დაამტკიცოს, თორემ ჩვენ დავუმტკიცებთ, რომ კორუმპირებულია“, - ამის შესახებ ნიკა მელიას მამამ, ანზორ მელიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი.
„ნიკა მელია არის პოლიტპატიმარი. ნიკა მელია დამნაშავე არ არის. ნიკა მელიას მურუსიძის და ჩინჩალაძის სასამართლომ შეუფარდა პატიმრობა.
პრემიერმინისტრი ჯერ დანიშნული არ იყო და ნიკას რა სიტყვებით მოიხსენიებდა.
როგორ შეიძლება უდანაშაულო ადამიანს ტერორისტი უწოდო. დაამტკიცოს ღარიბაშვილმა, თორემ ჩვენ ახლო მომავალში მას თვითონ დავუმტკიცებთ, რა კორუმპირებულია“, - განაცხადა ანზორ მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,