2021-02-19 23:50:25, 589 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელია - ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები
„ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაო, მექნება შეხვედრები“, - ამის შესახებ პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.
მან ასევე აღნიშნა, რომ უნდა შეხვდეს ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს.
„ხვალიდან ჩვეულებრივად ვმუშაობ, მექნება შეხვედრები, მოსკოვის პროსპექტზე გასვენებაში მივდივარ.
10:30 საათზე მაქვს შეხვედრა ლიეტუვის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესთან, რომელიც ხვალ დილით ჩამოფრინდება თბილისში.
გაიმართება შეხვედრა. მოდის პარტიის ოფისში. ამის შემდეგ ვაპირებ გასვენებაში მისვლას, იქიდან მოსვლას. შემდეგ შეხვედრების გამართვას. ჩვეულებრივად ვმუშაობ.
მოსკოვის პროსპექტზე მივდივარ ხვალ გასვენებაში. დათო ჟღენტს გარდაეცვალა ბაბუა“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,