2021-02-13 11:43:04, 772 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა მთავრობაში საკადრო ცვლილებებზე - ოდესღაც ყველანი წავალთ და ჩვენზე უკეთესები მოვლენ
ოდესღაც ყველანი წავალთ და ჩვენზე უკეთესები მოვლენ, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ თანამდებობის შესაძლო დატოვებაზე დასმულ კითხვას.
მანვე დასძინა, რომ ეს პირველად ესმის და მსგავსი სიგნალი ჯერჯერობით არ მიუღია.
„უი რას მელაპარაკებით. პირველად მესმის,აუცილებლად გადავალ მაგაზე.რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ, რადგან ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არმაედ პრემიერ-მინისტრი. ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები მოვლენ, მაგრამ ჯერჯერობით არ ვაპირებთ და ვმუშაობთ, თქვენთვის და ყველასთვის“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან