16:31 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-12 14:32:27, 560 ნახვა

კომენტარი
პრემიერი - პოლიტსაბჭოზე მისვლას ხან ვახერხებ, ხან ვერ, ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის ასეთი საკითხი უნდა დასრულდეს

მე ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან ვერ ვახერხებ, ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზება, პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში არის გამოწვევები, რომელსაც ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო ვერ გაუმკლავდება.

მანვე დასძინა, რომ ჭორაობისა და ერთმანეთთან ხულიგნური დამუქრებების ნაცვლად, ჯობს ყველამ გაიზაროსმანდატი და შევიდეს იქ, სადაც კეთდება პოლიტიკა.

„მე ხან ვახერხებ პოლიტსაბჭოზე მისვლას, ხან ვერ ვახერხებ. ერთხელ და სამუდამოდ პოლარიზაციის ასეთი საკითხი, ბოიკოტები და პოლიტიკური ხულიგნობები უნდა დასრულოდეს. ქვეყანას იმხელა გამოწვევები აქვს, ეკონომიკური, უსაფრთხოების და ჯანდაცვის თვალსაზრისით, რომ შეუძლებელია, ცალკე აღებული პოლიტიკური ძალა მარტო გაუმკლავდეს ამ გამოწვევებს. ერთი რამე უნდა გავითვალიწინოთ, ეს პოლიტიკური პოლარიზაცია, ხულიგნობა ან უშინაარსო ქმედებები ქვეყნის უსაფრთხოების პრობლემა ხდება. იმის მაგივრად, რომ ვიჭორაოთ და ერთმანეთს ხულიგნურად დავემუქროთ, ამის გამო ჯობს ყველამ გავიაზროთ მანდატი, შევიდეთ იქ, სადაც პოლიტიკა კეთდება და იქ ვიზრუნოთ ქვეყანაზე“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics