21:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-02 12:20:59, 657 ნახვა

ეკონომიკა
გიორგი ჩოგოვაძე: ტურისტების რაოდენობა გაიზარდა

 

 

ტურიზმის ეროვნული სააგენტოს 2015 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოს 568 663 საერთაშორისო მოგზაური ეწვია. ზრდა  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.6 %-ია.

2015 წლის სექტემბერში ყველაზე მეტი ვიზიტი მეზობელი თურქეთიდან (+9.0%), სომხეთიდან (+6.9%), აზერბაიჯანიდან (+6.0%), რუსეთიდან (+12.6%) და უკრაინიდან (+11.7 %) განხორციელდა.

მაღალი იყო აქტიურობა ისრაელიდან (+90.7), გერმანიიდან (+11.2%) და ირანიდან (+408. 4%).

„9 თვის მონაცემებით საერთაშორისო მოგზაურების ჯამურმა რაოდენობამ  4 491 039 შეადგინა. ზრდა წინა წელთან შედარებით 6.7 %-ია. “ 12,6%-ით მეტი ვიზიტით მეტი დაფიქსირდა ანალოგიური პერიოდთან შედარებით წინა წელს. ასევე აღსანიშნავია, რომ იმ უცხოელი მოგზაურების რიცხვი, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 15.8%-ით არის გაზრდიილი წინა წლის სექტემბერთან შედარებით. ზრდა არის საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლების კუთხითაც. 2015 წლის მეორე კვარტალში შემოსავლებმა საერთაშორისო ტურიზმიდან 460 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 7.1%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს +30.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“, -  განაცხადა „ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
საქართველოს ბანკის 27 თანამედროვე ბიბლიოთეკა, 11 რეგიონის 27 სკოლაში
ევროკომისია და მადიარის გუნდი უნგრეთისთვის გაყინული 35 მილიარდის გამოყოფაზე მსჯელობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics