03:09 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-06 21:59:32, 1190 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო - I ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების საკითხზე მიმდინარეობს შესაბამისი გამოძიება

პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტრომ განუცხადა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ პარტიული ტელევიზიების მიერ მომზადებულ სიუჟეტებს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ. მოგახსენებთ, რომ თავდაცვის სამინისტრომ უკვე გაავრცელა ოფიციალური განცხადება პირველი ქვეითი ბრიგადის ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურის დაშავების შესახებ და ამ საკითხზე მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შესაბამისი გამოძიება. პარტიული ტელევიზიების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, სრულიად დაუსაბუთებელ ვარაუდებზე დაყრდნობითაა მომზადებული. მომხდარში დადანაშაულებულია თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, უგულვებელყოფილია სამინისტროს მიერ გავრცელებული ოფიციალური განცხადება და დაშვებულია არაერთი უზუსტობა. ასევე, გამოძიების დასრულებამდე ასეთი უაპელაციო და სრულიად დაუსაბუთებელი ბრალდებები წარმოადგენს შეგნებულ მცდელობას მოხდეს ჯარის დისკრედიტაცია და შემთხვევა გამოყენებულ იქნას ვიწრო პარტიული ინტერესებისთვის. ცრუ და დაუდასტურებელი ინფორმაციის გავრცელება, მოცემული ტელევიზიების მხრიდან, ჯარის პოლიტიკურ პროცესთან ხელოვნური დაკავშირებისა და უმნიშვნელოვანესი საჯარო ინსტიტუტის იმიჯის დაკნინების ამაო მცდელობაა", - ვკითხულობთ განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics