13:53 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-17 16:49:42, 677 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ხუთ საათზე უპირობოდ ველოდებით გიგი უგულავას გათავისუფლებას

თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატები ხუთ საათზე ჩანიშნულ პროცესზე უგულავას უპირობოდ გათავისუფლებას ელიან.

ბექა ბასილაის  თქმით,  სასამართლოში შუამდგომლობა, რომ გიგი უგულავას გათავისუფლების საკითხზე იმსჯელონ, იმიტომ შეიტანეს, რომ სპეკულაციებს წერტილი დაესვას.

„ხუთ საათზე თბილისის საქალაქო სასამართლომ წერტილი უნდა დაუსვას  გიორგი უგულავას უკანონო პატიმრობას. ჩვენ გვესმოდა  გუშინ,  გვესმის დღეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულება  ვერ გაათავისუფლებს უგულავას.მისი გათავისუფლება უნდა მოახდინოს სასამართლომ.ჩვენ ეს კიდევ ერთი ხუშტური, რაც დაკავშირებული იყო ხელისუფლების მხრიდან იმასთან, რომ აუცილებლად სასამართლომ უნდა იმსჯელოს ამ საკითხზე, ჩვენ ამ სპეკულაციასაც დავუსვით წერილი, შევიტანეთ შუამდგომლობა სასამართლოში და ხუთ საათზე უპირობოდ ველოდებით გიორგი უგულავას გათავისუფლებას“,-განაცხადა ბექა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, გიგი უგულავას ადვოკატებმა  თბილისერვისის, რიყის გასხვისებისა და ტელეიმედის ეპიზოდებთან დაკავშირებით უგულავას პროცესის დაწყებამდე  სასამართლოში შეიტანეს შუამდგომლობა,  საკონსტიტუციო სასამრთლოს 2016 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილების საფუძველზე, გიგი უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე. აღნიშნული შუამდგომლობით მათ დღევანდელ პროცესზე მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესაც მიმართეს, თუმცა მან განაცხადა, რომ უგულავას პატიმრობიდან გათავისუფლების თაობაზე  შუამდგომლობის განხილვის შესაძლებლობას მოკლებულია, ვინაიდან ის სხვა საქმეს ეხება. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ადვოკატების შუამდგომლობას სასამართლოს კოლეგია  ხუთ საათზე განიხილავს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
"მოიპარეს სწრაფი ჩარიცხვის აპარატები, დაეუფლნენ ₾10 000-მდე თანხას" – შსს-მ 4 პირი დააკავა
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics