|
2020-08-27 10:45:27, 9911 ნახვა
სამხედრო
რეზერვის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში გრძელდება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აქტიური რეზერვის პროგრამის შესახებ მოქალაქეებთან საინფორმაციო შეხვედრები რეგიონებში ქალაქ თელავიდან დაიწყო. საქართველოს ეროვნული გვარდიის წარმომადგენლები თელაველებს შეხვდნენ და ტერიტორიული რეზერვის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. სამხედრო მოსამსახურეებმა პროგრამით დაინტერესებულ პირებს რეზერვის პირობები დეტალურად გააცნეს და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განვითარებისათვის მისი მნიშვნელობის შესახებ ესაუბრნენ. რეკრუტირების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ online-რეგისტრაცია ეროვნული გვარდიის მობილურ მანქანაშიც გაიარონ. უახლოეს მომავალში ტერიტორიული რეზერვის შესახებ საინფორმაციო შეხვედრები მოქალაქეებთან ქალაქ მცხეთაში, ასევე აჭარის, გურიის, სამეგრელოს რეგიონებში გაიმართება. ტერიტორიულ რეზერვში მიიღებიან თბილისის, მცხეთის, აჭარის, გურიის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში მცხოვრები 18-50 წლამდე ასაკის მოქალაქეები. აქტიურ რეზერვში მიღება ნებაყოფლობითი და ანაზღაურებადია. რეზერვისტთან გაფორმდება 5 წლიანი კონტრაქტი და მას შეუნარჩუნდება სამოქალაქო სამსახური. საბრძოლო მომზადება თითოეული წლის განმავლობაში შეადგენს არაუმეტეს 45 დღისა. რეზერვისტის მინიმალური წლიური ანაზღაურება 2700 ლარია. 18 დან 22 წლის ჩათვლით სტუდენტები, სარეზერვო სამსახურის ერთი კონტრაქტის ვადის გავლის შემდეგ, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოხდილად ჩაეთვლებათ. საბუთები მიიღება ყოველ სამუშაო დღეს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, შემდეგ მისამართებზე ქ. თბილისში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში, და ქ. სენაკში. ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია მისამართზე onlinebct.mod.gov.ge. ცხელი ხაზი: 595 05 06 85, 032 2 75 26 44.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)