15:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-11 09:37:26, 697 ნახვა

სამართალი
შსს-მ 2 კილომდე კოკაინი და 15 კილომდე მარიხუანა ამოიღო

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ნარკოტრანზიტების წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე, 1973 წელს დაბადებული ანდრეს იოანეს ქ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და გასაღების ბრალდებით, ხოლო ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე, 1971 წელს დაბადებული ავგუსტინ ჩუკვუდი ო. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით თბილისში დააკავეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ანდრეს იოანეს ქ-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება კოკაინი დუბაი-თბილისის რეისით საქართველოში უკანონოდ შემოიტანა და ავგუსტინ ჩუკვუდი ო-ს გადასცა. სამართალდამცველებმა ავგუსტინ ჩუკვუდი ო-ს პირადი ჩხრეკისას იოანეს ქ-ს მიერ გადაცემული 1988,4568 გრამი კოკაინი, ხოლო მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხეკისას 14 კგ და 944 გრ მარიხუანა ამოიღეს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსმა მაღალი ფასების შესამცირებლად საკუთარი ხედვა წარადგინა
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics