2020-07-28 11:19:03, 18618 ნახვა
ომი უკრაინაში
საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ქვეყანაში გამოვლენილი კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევიდან, ყველას ინფიცირების წყარო ცნობილია.
როგორც ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, 1 შემთხვევა ლილოს ბაზრობას, 1 გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჩიანს უკავშირდება..
ამასთანავე, მისივე თქმით, 4 შემთხვევა არის იმპორტირებული, საიდანაც 2 სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, 1 შემთხვევა არის დადასტურებულ პაციენტთან კონტაქტი, ერთი კი მედპერსონალი.
დღის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 1145-ს შეადგენს, აქედან 927 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან